ბიზნეს ინგლისური

man taking to mobile phone

Business English

ინგლისური აღიარებულია საერთაშორისოდ ყველაზე პოპულარულ ენად, რაც მას ბიზნეს სამყაროში ყველაზე დომინანტურ ენად აქცევს. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ საბაზისო ინგლისური ენის კარგი დონე, ბიზნეს ინგლისურის სწავლა მოგცემთ შანსს წარმოაჩინოთ უფრო ფართო პროფესიონალური ლექსიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი შესაძლებლობები თქვენს კარიერაში.

ბიზნეს ინგლისურის შესწავლა საშუალებას გაძლევთ განავითაროთ ინგლისური ენის ცოდნა, რომელიც სასარგებლოა ოფისსა თუ სხვა ბიზნეს გარემოში. სამუშაო ადგილზე საჭირო კომუნიკაციის უნარების გამოყენებით, შეიძენთ თავდაჯერებას რომ დაამყაროთ ძლიერი ურთიერთობები თქვენს კოლეგებთან და კლიენტებთან.

 კურსის განმავლობაში ისწავლით საქმიანი ბიზნეს საუბრების წარმოებას, შეძლებთ სწორად და გამართულად ისაუბროთ ეკონომიკურ და საქმიან თემებზე, ზუსტად ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი და ბიზნეს გეგმები, საქმიანი კორესპოდენციის წარმოებას. კურსი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით. კურსის განმავლობაში მსმსელები თემატურად განიხილავენ წარმატებულ ბიზნეს მოდელებს და ცდილობენ უკვე ნასწავლი ლექსიკის პრაქტიკაში გამოყენებას. საჭიროების შემთხვევაში განიხილავენ გრამატიკულ საკითხებს და ასრულებენ შესაბამის სავარჯიშოებს

კურსის მსვლელობისას თქვენ გაეცნობით ზუსტად იმ ტიპის აქტივობებს, რომლებიც რეალურ ბიზნესში დაგჭირდებათ შეხვედრებისა თუ მოლაპარაკებების დროს.

ვისთვისაა ეს კურსი?

Ბიზნეს ინგლისური ენის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უცხოურ კომპანიაში მუშაობს, ან აქვს უცხოელებთან კომუნიკაცია და სჭირდება შესაბამისი ურთიერთობის დამყარება პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან. Ან მათთვის, ვინც სტუდენტია და ემზადება სამომავლო კარიერისთვის. კურსზე სწავლა შეუძლია მათ, ვისი ენის ცოდნის დონე მინიმუმ B1 ია. 

კურსის ინფორმაცია

კურსის ინფორმაცია
ტიპები და ფასები
როგორ დარეგისტრირდე

საფეხური: 4
გაკვეთილები / საფეხური: 12
ხანგრძლივობა / სესია: 60 წუთი

ჯგუფი: 180 ₾ საფეხური
ინდივიდუალური: 350 ₾ საფეხური
ინდივიდუალური ჯგუფი: 410₾ საფეხური

რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანია გასაუბრება, რათა შევაფასოთ თქვენი დონე.