ზოგადი ინგლისური ენის კურსი

the houses of parliament with british flag

General English

ჩვენი ზოგადი ინგლისური ენის  კურსები შექმნილია იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ  ინგლისური ენის ცოდნა და გქონდეთ  მეტი შესაძლებლობა  მომავალში. ზოგადი ინგლისურის კურსი საშუალებას მოგცემთ მოკლე დროში    გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ყველა უნარი დონის შესაბამისად: გრამატიკა, წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა, ლექსიკა და სწორი ინტონაციური წარმოთქმა. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება თავდაჯერებულად გამოხატოს აზრი ინგლისურ ენაზე და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან. 

ხელმისაწვდომია ყველა საფეხური –  საწყისი დონიდან პროფესიონალურ დონემდე  (Beginner – Post-Advanced). 

 კომუნიკაბელური მიდგომა   ეხმარება სტუდენტებს გახდნენ ინგლისურ ენაზე თავდაჯერებული მოსაუბრეები.   ყურადღება გამახვილებულია ენის ყველა კომპონენტზე: კითხვა, წერა, მოსმენა, ლაპარაკი, გრამატიკა და ლექსიკა. გაკვეთილზე ტარდება მრავალფეროვანი  აქტივობები, რათა დაგეხმაროთ თქვენი მიზნის  მაქსიმალურად სწრაფად  მიღწევაში.

კურსი რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის ვისაც სურს დაეუფლოს ენას, გაიუმჯობესოს საუბრის, სმენის, კითხვის, ლექსიკის, გამოთქმის უნარ-ჩვევები.

პროგრამის მსვლელობისას ტარდება საგამოცდო შეხვედრები, რათა დავრწმუნდეთ მიღებლ პროგრესში.  ხოლო კურსის ბოლოს ბოლო შემაჯამებელი გამოცდა, რის შემდეგაც შეძლებთ აიღოთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კურსის ინფორმაცია

კურსის ინფორმაცია
ტიპები და ფასები
როგორ დარეგისტრირდე

საფეხური: 12
გაკვეთილები / საფეხური: 12
ხანგრძლივობა / სესია: 60 წუთი

ჯგუფი: 160 ₾ საფეხური
ინდივიდუალური: 360 ₾ საფეხური
ინდივიდუალური ჯგუფი: 410₾ საფეხური

რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანია გასაუბრება, რათა შევაფასოთ თქვენი დონე.