სწრაფი სალაპარაკო კურსი

Crash Speaking

სწრაფი სალაპარაკო ენის კურსი 3 საფეხურისგან შედგება.  თითოეული საფეხური მოიცავს 10 გაკვეთილს და 1 ზეპირ საგამოცდო შეხვედრას.

კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან საუბარს და  განავითარებენ საკომუნიკაციო უნარებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება 30-ზე მეტ ყოველდღიურ სიტუაციაში.

პროგრამის განმავლობში ძირითადი აქცენტი კეთდება საუბრის, მოსმენისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.

სტუდენტები, რომლებიც გადიან ამ კურსს, არიან დამწყებები ენაში, ან ისინი, რომლებმაც  სკოლაში ისწავლეს ინგლისური, მაგრამ არ შეუძლიათ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის დამყარება.  შეუძლიათ წაიკითხონ და წერონ გარკვეულ დონეზე, თუმცა  პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურ სიტუაციებში ცოდნის გამოყენების დროს.

კურსზე რეგისტრაციამდე აუცილებელია ონლაინ კონსულტაციის გავლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის თქვენთვის შესაფერისი პროგრამა და განვსაზღვროთ დონე, რომ შესაბამისი საფეხურიდან დავიწყოთ სწავლა.

სწრაფი სალაპარაკო კურსის პროგრამა

კურსის ინფორმაცია

კურსის ინფორმაცია
ტიპები და ფასები
როგორ დარეგისტრირდე

საფეხური: 3
გაკვეთილები / საფეხური: 10
ხანგრძლივობა / სესია : 60 წუთი

ჯგუფი: 140 ₾ საფეხური
ინდივიდუალური: 280 ₾ საფეხური
ინდივიდუალური ჯგუფი: 350 ₾ წუთი

რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანია გასაუბრება, რათა შევაფასოთ თქვენი დონე. დაჯავშნე გასაუბრება აქ.