TOEFL

curtain wall buildings under blue cloudy sky

TOEFL Predation

TOEFL (Test of English as a Foreign Language) – ინგლისურის, როგორც უცხო ენის, საერთაშორისო გამოცდა.

ამ ტესტის მთავარი დანიშნულებაა  იმ ადამიანთა ინგლისური ენის ცოდნის შეფასება, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ტესტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ა.შ.შ უნივერსიტეტებში აბარებს, მაგისტრატურის თუ სხვა სასწავლო პროგრამებზე. 

TOEFL სერტიფიკატი აუცილებელია სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა თუ სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, სტიპენდიის პროგრამით სარგებლობისთვის. ხშირად TOEFL  სერტიფიკატს სამსახურში ითხოვენ, როგორც ინგლისური ენის ცოდნის ხარისხის დამადასტურებელ საბუთს.

საერთაშორისო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი.

ტესტი მოიცავს კითხვის, წერის, მოსმენის და ლაპარაკის უნარებს. იმისათვის რომ შეძლოთ TOEFL-ის კურსის აღება, თქვენი ინგლისურის დონე უნდა იყოს მყარი upper intermediate ან advance.

კურსის გავლისას: 

ფუნდამენტურად გაივლით TOEFL-ის ყველა სექციას;

ძირეულად შეისწავლით TOEFL-ის ტესტის სპეციფიკას;

სერიოზულად დაამუშავებთ ლექსიკურ მასალას.

კურსის ინფორმაცია

კურსის ინფორმაცია
ტიპები და ფასები
როგორ დარეგისტრირდე

საფეხური: 12
გაკვეთილები / საფეხური: 12
ხანგრძლივობა / სესია: 60 წუთი

ჯგუფი: 210 ₾ საფეხური
ინდივიდუალური: 360 ₾ საფეხური
ინდივიდუალური ჯგუფი: 460₾ საფეხური

რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანია გასაუბრება, რათა შევაფასოთ თქვენი დონე.